პროექტის შესახებ

ნოვრუზ ბაირამი






ეს ყვავილის ჰქვია ნოვრუზის ყვავილი რომელიც ნოვრუზის და გაზაფხულის მანიშნებელია☺






ნოვრუზ ბაირამი არის აზერბაიჯანელების ტრადიციული დღესასწაული, რომელიც აღნიშნავენ გაზაფხულის პირველ დღეს. დაკავშირებულია გაზაფხულზე დღე და ღამის თანაბრობასთან. სიტყვა "ნოვრუზ" "ახალ დღეს" ნიშნავს. ნოვრუზ ბაირამის პირველი ტრადიცია არის ჯეჯილის თესვა. გოგონები თესავენ ჯეჯილი. ჯეჯილი ნოვრუზ ბაირამის მნიშვნელოვანი ატრიბუტი და ბარაქას სიმბოლოა.
გაზაფხულის დასაწყისიდან აღნიშნავენ ოთხი ჩარშამბას რომელიც ყველას აქვს თავისი მნიშვნელობა.  ჩარშამბა იგივე  სამშაბათია.
პირველი არის წყლის სამშაბათი. ამ დღეს მთელი მდინარეები, წყაროები, განახლდება. მამაკაცები  ამ დღეს ადრე იღვიძებენ  მდინარეზე მიდიან და იქ ბანაობენ ხოლმე. იმ წელს ახალი რძლები კი  მიდიან წყაროებზე და მოაქვთ ახალი წყალი.  მეორე სამშაბათი არის   ცეცხლის სამშაბათი. ცეცხლი მზეს სიმბოლოა იმიტომ ამ სამშაბათს ანთებენ კოცონს, მთელი ოჯახი იკრიბებიან კოცონს გარშემო მღერიან, ცეკვავენ შემდეგ კი მასზე სამჯერ  ხტებიან. ამას განკურნების, სულია და სხეულის გაწმენდის მიზნით აკეთებენ. სჯერათ, რომ ცეცხლი ყველაფერს ცუდსა და არასასურველს გაანადგურებს. ცეცხლის სამშაბათს ოჯახში იმდენი სანთელი ინთება, რამდენი წევრიც ცხოვრობს. მესამე სამშაბათი კი არის ქარის სამშაბათი. ქარის გამოცოცხლების დღესასწაულია. ქარი როგორც შემოქმედებითი ენერგია, ხეებს, ნიადაგის გაღვივებაში, ხოლო ყვავილებს დამტვერვაში ეხმარება. მეოთხე ბოლო და მთავარი სამშაბათი, "მწის სამშაბათი". დედა მწის განახლების სამშაბათია. დედამიწა სიცოცხლის ნაყოფიერებისა და თანასწორობის სიმბოლოა.
ამ სამშაბათზე სამი სახის ნამცხვარი მზადდება ;
  შაქარბურაფახლავაგოღალ.


"შაქარბურა" ეს არის უტკბო ცომში გახვეული შაქრის და ნიგვზის გული.






"ფახლავა"- ფენოვანი ცომის ფენებს შორის შაქრისა და კაკლის გული.





"გოღალ"-  გოღალი მზადდება უტკბილო ფენოვანი ცომისაგან.





ღებავენ  ფერად- ფერადი კვერცხი.  ფერადი კვერცხები მრავალფეროვანი ცხოვრებას ნიშნავს.
 ამზადებენ სხვა და სხვა სალათები, საჭმელები. შლიან დიდ სუფრას და მთელი ოჯახი იკრიბებიან სუფრის გარშემო. ამ დღეს მთელი ოჯახი უნდა იყოს სახლში და თავისი ოჯახთან ერთად აღნიშნოს დღესასწაული.
ამბობენ რომ თუ შემთხვევით იმ დღეს სახლში არ ხარ , 7 წელი ვერ იქნები სახლში. ანუ 7 წელი ვერ შეძლებ რომ ოჯახთან ერთად აღნიშნო დღესასწაულს.
ასევე ტრადიციით ახალგაზრდა გოგონები თუ უნდათ რომ მომავალი მეუღლე დაესიზმროთ.  აცხობენ მარილიანი პური ,მიირთმევენ და იძინებენ. სიზმარში ვის წყალი მოაქვს ამბობენ რომ ის გოგონას მომავალი მეუღლეა. როგორც ცეცხლის სამშაბათს ამ დღესაც ანთებენ კოცონს. ძალიან ბევრს  ცეკვავენ, მღერიან, მართავენ წარმოდგენებს და მხიარულობენ. ბავშვებს ქუდებს  სახლებს კართან შენიშნავთ. ბავშვები მღერიან ოჯახის  უფროსები კი მათ ქუდებს ტკბილეულით უვსებენ. ამ ოთხი სამშაბათს აღინიშნება ისევე მნიშვნელოვანია აზერბაიჯანელებისთვის, როგორც ახალი წელი.

ოჯახში ჩვენ  როგორ აღვნიშნავთ ნოვრუზ ბაირამი?


ყველა სამშაბათს აღვნიშნავთ თავისი ტრადიციით, წესით, მაგრამ ბოლო სამშაბათს უფრო განსაკუთრებულად აღვნიშნავთ. ვამზადებთ ნამცხვრები, საჭმლები ვშლით დიდ სუფრას . ერთად მივირთმევთ ვერთობით.










ჩვენი გაკეთებული სუფრა

                                                                                





შემდეგ ვანთებთ კოცონს და მეზობლებთან ერთად ვიკრიფევთ კოცონს გარშემო. ვცეკვავთ ვიმღერებთ, ვერთობით☺❤

No comments:

Post a Comment